სამტრედია, გარეჯი 1960
Aa
Aa

ორი მატჩის ჯამში 5:4 - სამტრედიამ გარეჯს აჯობა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დარჩა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეი-ოფის მატჩი საგარეჯოს „გარეჯსა“ და „სამტრედიას“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა, თუმცა სამტრედიელებმა უმაღლეს ლიაში ადგილი მაინც შეინარჩუნეს.

პირველი შეხვედრა სამტრედიაში მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.

საგარეჯოში მატჩი სტუმართა გოლით დაიწყო. ზვიად ნაჭყებიამ თავისი გუნდი დააწინაურა და ორი შეხვედრის ჯამში 5:1 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ, უპირატესობას „გარეჯის“ ფეხბურთელები დაეუფლნენ. მე-14 და 36-ე წუთებზე ლაშა უგრეხელიძემ და გიორგი პაპუაშვილმა ტაბლოზე 2:1 დააფიქსირეს.

მეორე ტაიმი „გარეჯისთვის“ კარგად დაიწყო და 47-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა ანგარიში 3:1 გახადა, რამაც მოედანზე ვითარება დაძაბა.

საბოლოოდ, „გარეჯმა“ მეტის მოხერხება ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მაყურებელთან კონფლიქტის გამო მოედნიდან „სამტრედიელთა“ ფორვარდი ზვიად ნაჭყებია გააძევეს.

ამრიგად, „სამტრედიამ“ ორი შეხვედრის ჯამში 5:4 მოიგო და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორჯერ მეტი და პლუს ბონუსები - ოსიმენი ახალ კონტრაქტს აფორმებს
ორჯერ მეტი და პლუს ბონუსები - ოსიმენი ახალ კონტრაქტს აფორმებს