მილანი, ატალანტა, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“ერთი ქულა გვეკუთვნოდა“ - პიოლი ატალანტასთან წაგების შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში „მილანი“ „ატალანტას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა პიოლიმ?

„როდესაც მატჩი 11-11-ზე მიმდინარეობდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, რადგან ორჯერ დავბრუნდით თამაშში. 10 ფეხბურთელით დავრჩით და გაგვიჭირდა, მაგრამ ასეთ დროს დაცვაში ყოველთვის უფრო ყურადღებით უნდა იყო. ბურთი უაზროდ დავკარგეთ და დავისაჯეთ. როცა 3 გოლს უშვებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდურად კარგად ვერ ითამაშე.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ 1 ქულა გვეკუთვნოდა. პირველ ტაიმში ვიგრძენით, რომ „ატალანტაზე“ უკეთესები ვიყავით. 2:2, რომ დასრულებულიყო ბევრ პოზიტივს დავინახავდი. ჩვენმა მეტოქემ საჯარიმოში უკეთესად ითამაშე და ეს შედეგი მივიღეთ. ცხადია, თუ ლიდერებს ვერ დავეწევით, ჩვენი მიზანი ოთხეული იქნება.“

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „მილანს“ 29 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. ლიდერ „ინტერს“ კი 9 ქულით ჩამორჩა.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ერთი ქულით კმაყოფილი ვარ“ - ანჩელოტი ბეტისთან მატჩის შემდეგ
“ერთი ქულით კმაყოფილი ვარ“ - ანჩელოტი ბეტისთან მატჩის შემდეგ