ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

მაცარი: როცა კვარაზე 3 მოთამაშე გადადის, სხვაგან სივრცე ჩნდება და ეს უნდა ავითვისოთ

ვალტერ მაცარის „იუვენტუსთან“ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო პოზიციის შესახებ ჰკითხეს.

როგორ უნდა დააღწიოს თავი კვარამ ორმაგ მეურვეობას, რომელსაც უკვე პრაქტიკულად ყველა გუნდი მიმართავს.

- შესაძლოა, თუ არა ხვიჩამ უფრო ცენტრში ითამაშოს, ოსიმენთან ახლოს, რათა გაორმაგებული მეურვეობისგან თავი დაიხსნას?

„საინტერესო კითხვაა. გუნდი, რომელიც სკუდეტოს მოიგებს, ბუნებრივია მეტოქეთა მწვრთნელებისგან მეტ ყურადღებას იპყრობს. მოსალოდნელია, რომ მათ წინააღმდეგ ორმაგი და სამმაგი დაცვით თამაშობენ, ამიტომ, ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენს ლიდერებს მსგავსი სიტუაციებისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ.

ამიტომ დროდადრო შეიძლება მათ პოზიციის შეცვლა და თავისუფალი სივრცის პოვნა დასჭირდეთ. მაგრამ, თუ 3 მეურვე კვარაზე გადადის, ეს ნიშნავს, რომ მოედანზე სხვა მოთამაშეები მეტ თავისუფლებას იღებენ და ამ ზონების ათვისება გვმართებს“.

- უპასუხა მაცარიმ.

მსგავსი პრობლემა „ნაპოლის“ გასულ სეზონშიც ჰქონდა. მეორე წრიდან ხვიჩას წინააღმდეგ მეტოქეებმა 2-3-კაციანი პერსონალური მეურვეობა შეიმუშავეს, რაც დღემდე ამართლებს. საპირისპიროდ კი ნეაპოლელებს არაფერი მოუმოქმედიათ, რათა მათმა ლიდერმა მოედანზე მეტი სივრცე მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საზონოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | ფროზინონეს სპორტული დირექტორი
„საზონოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | ფროზინონეს სპორტული დირექტორი