ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დ’აგოსიტნო: კვარა ფლანგზე მარტოა, ეს პრობლემაა, რომელიც ორმაგდება

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი გაეტანო დ’აგოსტინო, რომელსაც სხვადასხვა დროს „რომაში“, „უდინეზესა“ და „ფიორტენტინაში“ უთამაშია, „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

„ნაპოლი ახლა იძულებულია იუვენტუსს მოუგოს. მათ ინტერთან მატჩში გამჭრიახობა და ბოლო პასი აკლდათ.

ჩალჰანოღლუს გოლმა, რომლის დროსაც ლობოტკას წინააღმდეგ ჯარიმა იყო, ნეაპოლელებს განწყობა და თამაში გაუფუჭა. ლობოტკა ნახევარდაცვის ნამდვილი ოსტატია. ის არის მოთამაშე, რომელიც გუნდის რიტმს და მთლიანად თამაშს განაპირობებს.

შეტევაში ვფიქრობ, ნეაპოლელებს რიგი პრობლემები აქვთ. ოსიმენი ჯერ საუკეთესო კონდიციებში არ არის. კვარას კი ფლანგზე მხარდაჭერა სჭირდება. მას მხარს არავინ უბამს. ხვიჩას მარიო რუი ტაქტიკურ დონეზე აკლია. ფლანგზე არ არის მემარცხენე მოთამაშე, რომელიც ჩაირბენს, ფეხბურთელებს გადაიყოლებს. ამიტომ ქართველისთვის პრობლემები ორმაგდება და სამმაგდება. მის წინააღმდეგ რიცხობრივ უპირატესობას ქმნიან.

ფაქტობრივად, კვარაცხელიამ მთელი მატჩის განმავლობაში დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა ერთხელ შეძლო“.

- განაცხადა დ’აგოსტინომ Fever at 90-ზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ზომერის მოგერიება 9-ქულიანი იყო“ - ბალოტელიმ კვარას ეპიზოდი გაიხსენა
“ზომერის მოგერიება 9-ქულიანი იყო“ - ბალოტელიმ კვარას ეპიზოდი გაიხსენა