საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„კალაძის და კვარაცხელიას კვალდაკვალ“ - Tutto Mercato გოგლიჩიძეზე

ქუთაისის „ტორპედოსა“ და საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატებით რამდენიმე იტალიური გუნდი ინტერესდება. ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ 90-მა წუთმა გამცნოთ, დღეს კი ინტერესის შესახებ ცნობილმა იტალიურმა სააგენტომ, Tuttomercatoweb-მაც დაწერა და ახალგაზრდა მცველი კახა კალაძესაც შეადარა.

რას წერს Tuttomercatoweb-ი:

საბა გოგლიჩიძე კახა კალაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას კვალდაკვალ. ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდა მცველი საკმაოდ მოქნილია და შეუძლია როგორც 3-კაციან, ისე 4-კაციან დაცვის ხაზში თამაში. ის მარჯვენა მცველია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ითამაშებს როგორც ცენტრალურ მცველად, ისე მარჯვენა მცველად. მისი ძლიერი მხარე სისწრაფე და ათლეტურობაა. 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელი იტალიის რამდენიმე გუნდს მოსწონს, განსაკუთრებით „უდინეზეს“. ის კახაბერ კალაძეს ჰგავს.

19 წლის საბა გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში დებიუტი კი 2021 წელს ჰქონდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა დღემდე, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 30 შეხვედრა ჩაატარა, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე კი ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნუ გლოვობთ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს“ - დე ლაურენტისი კვარას კონტრაქტზე
„ნუ გლოვობთ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს“ - დე ლაურენტისი კვარას კონტრაქტზე