ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი: ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მე-18 ტურში „ვალიადოლიდთან“ გასამართი მატჩის წინ, ესპანურ plazadeportiva-სთან ისაუბრა.

ლევანტეს შესახებ

„გუნდის გასახდელში ყველაფერი რიგზეა. ვიცით, რომ შესაძლოა რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, ნებისმიერი ჩვენგანი, მაგრამ ასეთ მომენტებში ერთმანეთის გვერდში დგომით, გამხნევებითა და ბრძოლის გაგრძელებით ყველაფერი გვარდება. ვიცით ზეწოლას როგორ გავუძლოთ.

მოედანზე გავალთ და ნულიდან 100 წუთამდე დავიხარჯებით. ჩვენს ქომაგებთან ერთად კი ნებისმიერ მეტოქეს შევჭამთ“.

ნაკრების შესახებ

„ნაკრების მაისურით თამაშმა მეტი გამოცდილება და თავდაჯერებულობა მომცა, რომელიც მინდა ლევანტეში გუნდელებს გავუზიარო. საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი, ეს აქამდე არასდროს მომხდარა“.

შეახსენებთ, რომ „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში 17 ტურის შემდეგ, 24 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. ქოჩორაშვილმა ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია