იუვენტუსი, ინტერი
Aa
Aa

ინტერის ფეხბურთელებმა ვერ იბანავეს - იუვეს გასახდელში წყალი არ მოდიოდა

სერია ა-ს გასულ ტურში „იუვენტუსმა“ „ინტერს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომლის შესახებაც იტალიური მედია აქტიურად წერს.

ცნობილი გახდა, რომ „ნერაძურის“ ფეხბურთელებმა, თამაშის შემდეგ ვერ იბანავეს. ამის მიზეზი „იუვენტუსის“ გასახდელში წყალთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

როგორც აღმოჩნდა, წყლის წნევა ძალიან დაბალი იყო და ამის გამო წყალი ძალიან ცუდად მოდიოდა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ბანაობა ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა და ფეხბურთელები მილანში წყლის გადავლების გარეშე დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ ანგარიში 27-ე წუთზე ვლაჰოვიჩმა გახსნა, რასაც 33-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა უპასუხა.

ამ მომენტისთვის, სერია ა-ს 32 ქულით „ინტერი“ ლიდერობს, ხოლო „იუვენტუსი“ 30 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი მის საყვარელ საქართველოსთან ყველაზე ახლოსაა“ | სიომინმა კვარაზე ისაუბრა
„ნაპოლი მის საყვარელ საქართველოსთან ყველაზე ახლოსაა“ | სიომინმა კვარაზე ისაუბრა