ტერი ვენეიბლსი
Aa
Aa

ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ტერი ვენეიბლსი გარდაიცვალა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტერი ვენეიბლზი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ტოტენჰემი'' - „ასტონ ვილას'' მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, „ტოტენჰემის'' ფეხბურთელებმა შავი სამკლაურებით ითამაშეს.

ფეხბურთელის კარიერის საუკეთესო წლები ლონდონის „ჩელსიში'' (1960-66), „ტოტენჰემსა'' (1966-69) და ქპრ-ში (1969-74) გაატარა.

1984-87 წლებში ვენეიბლსი „ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელი იყო, მისი ხელმძღვანელობით კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგა მოიგო (1984-85), 1985-86 წლის სეზონში კი ჩემპიონთა თასის ფინალში „სტიაუასთან'' დამარცხდა.

ვენეიბლსი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს 1994-96 წლებში წვრთნიდა, ევრო 1996-ზე ინგლისის ეროვნული ნაკრები ნახევარფინალამდე გავიდა, სადაც გერმანიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. 

2006 წელს ვენეიბლსი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა, სტივ მაკლარენის ასისტენტი იყო, თუმცა 2007 წელს ნაკრები დატოვა და მას შემდეგ მწვრთნელად აღარ უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები