ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Corriere: “მისი ხელფასი ფეხბურთის ღმერთების შეურაცხყოფაა“

„ატალანტასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია.

ქართველმა ფეხბურთელმა ბერგამოელებს ბრწყინვალე თავური დარტყმით გაუტანა და „ნაპოლის“ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ანაზღაურება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ამ საკითხზე გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა დაწერა.

Corriere dello Sport:

„ბიჭი, რომელიც ფეხბურთის მოედანზეც კი ფეხის წვერებით მოძრაობს. როდესაც ის თავის ანაზღაურებას იღებს, ქვებმაც კი იციან, რომ მისი ხელფასი ფეხბურთის ღმერთების შეურაცხყოფაა.“

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ვარსკვლავის ანაზღაურება „პარტენოპეიში“ მილიონ ნახევარი ევროა.

ასევე გეტყვით, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩას ყველა მომენტი „ატალანტასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფლანგზე მარტო არ დარჩე“ - ცნობილია რა უთხრა მაცარიმ ხვიჩას
“ფლანგზე მარტო არ დარჩე“ - ცნობილია რა უთხრა მაცარიმ ხვიჩას