გიორგი მიქაუტაძე, ვიტესი
Aa
Aa

“მოქნილი და მიზანმიმართულია“ - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე

ნიდერლანდების ჩემპიონატის მორიგ ტურში „აიაქსმა“ „ვიტესი“ 5:0 გაანადგურა. შეხვედრის 68-ე წუთზე მატჩში გიორგი მიქაუტაძე ჩაერთო, რომელმაც 22 წუთში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მეტიც, ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანის 2 კარგი შანსი ჰქონდა.

დღეს, ნიდერლანდური გამოცემა Parool „ჯვაროსნების“ შემტევზე წერს.

Parool:

„ახლა, როდესაც „აიაქსი“ ახალი მთავარი მწვრთნელის მეთაურობით უფრო დამახასიათებელი სტრუქტურით თამაშობს, ახალბედები საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას აჩვენებენ. „ვიტესის“ წინააღმდეგ, სათადარიგოთა სკამიდან გიორგი მიქაუტაძემ აჩვენა, რომ მცირე სივრცეებში საკმაოდ მოქნილი და მიზანმიმართულია.

ასევე ახალწვეულ კარლოს ფორბსს და იაკობ მედიჩს მიეცათ შანსი. მოკლედ, ახალ ფეხბურთელებში შედარებით მეტი მუსიკა იგრძნობა, მაგრამ მათ შორის ჯერჯერობით ახალი ლიტმანენი არ ჩანს.“

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ამსტერდამულ კლუბს მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე, გიორგიმ „აიაქსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 6-ჯერ მოირგო, თუმცა ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია.

მიქაუტაძის ყველა მომენტი „ვიტესთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მაცარიმ ეფექტი მოახდინა, ამის ნათელი მაგალითი ხვიჩაა“
“მაცარიმ ეფექტი მოახდინა, ამის ნათელი მაგალითი ხვიჩაა“