ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, სეად კოლაშინაცი
Aa
Aa

როგორ ვაპირებთ მის შეჩერებას? - კოლასინაჩმა კვარაზე და ნაპოლიზე ისაუბრა

შაბათს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს მორიგ ტურში „ატალანტას“ ესტუმრება. შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, „ატალანტას“ ფეხბურთელმა, სეად კოლასინაჩმა Corriere dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერების გზებზე ისაუბრა.

კოლასინაჩი Corriere-სთან:

იქნება თუ არა „ნაპოლისთან“ მატჩი გარდამტეხი? ჩვენთვის, შესაძლოა ყველა მატჩი გადამწყვეტი იყოს, მაგრამ ამას უფრო ზუსტად სეზონის ბოლოს გავიგებთ. „ნაპოლი“ შეტევაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ამას რიცხვებიც მოწმობენ. მთელ გუნდს მაღალი ხარისხი აქვს, მაგრამ ძირითადი ნაწილი შეტევაში თამაშზე აკეთებს აქცენტს.

როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას? კარგი კითხვაა... მნიშვნელოვანია კომპაქტური დაცვა: ინდივიდუალურ დუელებში მომენტის სწორად წაკითხვა და მისთვის სივრცეების შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად გატკენს. მაგრამ თუ თავს ერთიანად, გუნდურად დავიცავთ, მისთვის გოლის გატანა რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 25 ნოემბერს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის სცენარის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია“ | ლუქსემბურგული გაზეთი კვარას არყოფნაზე
„მატჩის სცენარის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია“ | ლუქსემბურგული გაზეთი კვარას არყოფნაზე