ჯიმი ბატლერი, ბემ ადებაიო, სანდრო მამუკელაშვილი, კელდონ ჯონსონი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

სანდრომ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა | სან ანტონიოს ზედიზედ მე-5 მარცხი

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო. გრეგ პოპოვიჩის ბიჭები ამჯერად „მაიმი ჰიტთან“ დამარცხდნენ და საკუთარ კედლებში გამართული მატჩი 113:118 დათმეს.

„სპურსმა“  კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 29:15 მოიგო, თუმცა „მაიამის“ თამაშში დაბრუნების საშუალება მალევე მისცა. „ჰიტმა“ მეორე პერიოდში მეტოქეზე 11 ქულით მეტი ჩააგდო და შესვენებაზე -3-ით გავიდა. გამარჯვებულის ბედი მატჩის მიწურულს გაირკვა. საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 18 წამით ადრე, „სან ანტონიო“ 1 ქულით იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

პოპოვიჩმა მამუკელაშვილს სათამაშო დრო არ მისცა და „მამუმ“ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „სპურსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 20 ქულა კელდონ ჯონსონის ანგარიშზეა. ვიქტორ ვემბანიამამ 18 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა 22-დან მხოლოდ 8 ბურთი ჩააგდო და 7 დაკარგვა ჰქონდა. ზაკ კოლინსი ასევე 18 ქულით გამოირჩა.

„მაიამის“ დანკან რობინსონმა ულიდერა - 26 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი. ბემ ადებაიომ 24 ქულა, 11 მოხსნა და 6 ასისტი გაიფორმა. ჯიმი ბატლერს 19 ქულა ჰქონდა, ჯოშ რიჩარდსონმა კი მატჩი 12 ქულითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

ცნობისთვის, „სპურსს“ 3 მოგება და 7 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-14 გახლავთ. მამუკელაშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე „ოკლაჰომა სითი თანდერია“, რომელსაც 15 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: გარსია გაუშვეს! - დე ლაურენტისმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა
იტალიური მედია: გარსია გაუშვეს! - დე ლაურენტისმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა