ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, მარიო მონტორფანო
Aa
Aa

კონცენტრაციის ნაკლებობის გამო შეცდომებს უშვებდა - მონტორფანო ლოჩოშვილზე

„კრემონეზეს’’ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარიო მონტორფანომ, რომელიც კრემონული კლუბის ლეგენად ითვლება, Piazza Affari-სთან ინტერვიუში ლუკა ლოჩოშვილზე ისაუბრა. ჟურნალისტმა მონტორფანოს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ქართველ მცველზე.

„სერია ა-ს გასული სეზონის დასაწყისში თავის შესაძლებლობებში დამარწმუნა, თუმცა ზოგჯერ კონცენტრაციის ნაკლებობის გამო შეცდომებს უშვებდა, ამ მხრივ ლაფსუსები ჰქონდა, მაგრამ როცა კარგ ფიზიკურ ფორმაშია, შეუძლია თამაშში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და სერია ა-ში აღზევების თვალსაზრისით გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე იყოს’’.

2022 წლის ზაფხულში ლუკა ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერიდან’’ „კრემონეზეში’’ გადავიდა, სერია ა-ს გასულ სეზონში 25 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.  გასულ სეზონში კრემონული კლუბი ელიტარული ლიგიდან გავარდა, სერია B-ს ამ სეზონში 25 წლის მცველმა 7 მატჩი ჩაატარა.

25 წლის ცენტრალურ მცველს „კრემონეზესთან'' კონტრაქტი 2026 წის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები