კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

„თუ რეალისგან შეთავაზება იქნება, ახალ კონტრაქტს გააფორმებს“ - ესპანური მედია ანჩელოტის მომავალზე

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებთან შეთანხმება არ აქვს და მზად არის „სამეფო კლუბში“ დასარჩენად.

ცნობილი ესპანური ტელევიზია El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, თუ იტალიელ სპეციალისტს მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებისგან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთავაზება ექნება, ის „რეალში“ კიდევ რამდენიმე წლით დარჩენაზე უარს არ იტყვის.

„ანჩელოტი და ბრაზილია არაფერზე შეთანხმებულან. თუ „რეალი“ მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, კარლო ამ წინადადებას ხელს თვალდახუჭული მოაწერს“, - ამბობს ტელევიზიის ჟურნალისტი, ედუ აგირე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2024 წლითან მათ ნაკრებს კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს, ესპანურ პრესაში კი იწერებოდა, რომ იტალიელ მწვრთნელს „სამეფო კლუბში“ ჩაბი ალონსო ჩაანაცვლებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სწორი იდეები გვაქვს“ - პიოლი პსჟ-სთან მატჩის წინ
“სწორი იდეები გვაქვს“ - პიოლი პსჟ-სთან მატჩის წინ