მილანი, პსჟ, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“სწორი იდეები გვაქვს“ - პიოლი პსჟ-სთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „მილანი“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა პიოლიმ?

„სამწუხაროდ, შაბათს ყველას იმედგაცრუება მოვახერხეთ და ეს ნათელია. ყველაფერი სხვანაირად უნდა გავაკეთოთ და ეს მოედანზე დავამტკიცოთ. ვიცი, როგორც უნდა გავწვრთნა ეს კოლექტივი. იმედი გულშემატკივრებს ძალიან გავუცრუეთ. თუ გვისტვენდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საშინლად ვითამაშეთ. ახლა გვაქვს შანსი, რომ პსჟ-სთან გამარჯვებით ეს სიტუაცია გამოვასწოროთ.

სხვა გუნდების დადებით შედეგებს აღარ უნდა დაველოდოთ. ამის უფლება აღარ გვაქვს. ყველაფერი რთულად არის, რადგან ძლიერი კონკურენტები გვყავს. მყავს შესანიშნავი ფეხბურთელები და გვაქვს სწორი იდეები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ბრწყინვალე მატჩი ვიხილოთ.

იყო მატჩები, სადაც რაღაცები დავაკელით, ვერ მოვიგეთ და ამის საფასური გადავიხადეთ. გპირდებით, ასე აღარ იქნება. მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ხვალინდელი მატჩისთვის მაქსიმალურად სწორად მოვემზადეთ და უდიდესი ენერგია ჩავდეთ.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სატურნირო ცხრილში „მილანი“ 2 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და წარუმატებლობის შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 7 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დამოკიდებულება უნდა შეცვალოს“ - პუიოლი ვინისიუსზე
“დამოკიდებულება უნდა შეცვალოს“ - პუიოლი ვინისიუსზე