ხვიჩა კვარაცხელია, რობერტო სოსა, რუდი გარსია
Aa
Aa

„ამას არასდროს გავაკეთებდი“ - ნაპოლის ექს-ფეხბურთელმა გარსია გააკრიტიკა

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო სოსამ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს „სალერნიტანასა“ და „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა და „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის გამო გააკრიტიკა.

რას ამბობს სოსა:

„სალერნიტანასთან“ გამარჯვებას ველოდით და ასეც მოხდა. მართალია, განსაკუთრებული სპექტაკლი არ ყოფილა, მაგრამ გარსია ბევრჯერ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სპექტაკლი მის ცვლილებებზე საუბრით დავდგათ. როდესაც ის კვარაცხელიას ცვლის, ამაზე ყოველთვის ბევრს საუბრობენ. კვარა არის ადამიანი, რომლის ხილვაც მოედანზე ყოველთვის გვინდა და მას არასდროს შევცვლიდი.

ცნობისთვის, „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ 67-ე წუთი ითამაშა, გარსიამ კი ქართველი ფეხბურთელი ელიფ ელმასით შეცვალა. ამ უკანასკნელმა მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 0:2 დააფიქსირა.

კვარა VS სალერნიტანა

შეგახსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. 8 ნოემბერს, „ნაპოლის“ მეტოქე „უნიონ ბერლინი“ იქნება. მატჩი დიეგო მარადონას სტადიონზე, საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთი: რომელმა ქვეყნებმა შეიყვანეს კვარა ხუთეულში
ოქროს ბურთი: რომელმა ქვეყნებმა შეიყვანეს კვარა ხუთეულში