გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

მიქაუტაძე ისევ სკამზე დატოვეს | აიაქსმა ზედიზედ ორი მატჩი სეზონში პირველად მოიგო

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-11 ტურში, ამსტერდამის „აიაქსმა“, სეზონში პირველად, ზედიზედ ორი მატჩი მოიგო. დედაქალაქელებმა „ჰეერენვეენი“ 4:1 გაანადგურეს. სამწუხაროდ, გიორგი მიქაუტაძის გარეშე.

მასპინძელთაგან გოლები ბერგვაინმა, ბრობიმ და აკპომმა (2) შეაგდეს. სტივენ ბერგუისის ანგარიშზე კი 2 საგოლე გადაცემაა - წამყვანი გამოცემების მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც ისაა.

„აიაქსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა ქართველი შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ანალოგიური რამ ზედიზედ მეორე თამაშში მოხდა.

ვან’ტ სხიპმა 2 ნოემბერს, ქართველზე ასეთი რამ თქვა: „მიქაუტაძეს ძალიან კარგი შეხება აქვს და შეუძლია, შეტევა შედეგიანად დაასრულოს. ეს ყველაფერი ჩვენ ვარჯიშზე ვნახეთ. შესაძლოა, იგი ჯერ ადაპტირებული არაა იმ სათამაშო სტილთან, რომელსაც ახლა ვნერგავთ.

როცა ბურთს დაკარგავს და მეტოქე მასზე წნეხს ახდენს, მეტი უნდა გააკეთოს და ამ მხრივ მოუმატოს. ყველაფრის მიუხედავად, აშკარაა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია. ჩვენ მას ნამდვილად გამოვიყენებთ“.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდურ პრესაში, მიქაუტაძის იანვარში „მეცში“ დაბრუნების შესახებ, აქედანვე საკმაოდ ბევრი იწერება.

„ვოლენდამთან“ გამარჯვების შემდეგ, ვან’ტ სხიპის გუნდმა კიდევ ერთი 3 ქულა აიღო და გასავარდნი ზონის სიახლოვეს თავი დააღწია - 11 ქულით, მე-11 ადგილზეა.

ამსტერდამელები მომდევნო ტურში ეწვევიან „ალმერეს“, რომელსაც მათზე 1 ქულით მეტი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-4 მშრალი მატჩი ჩემპიონატში | ვალენსია ექვსეულს მიუახლოვდა
მე-4 მშრალი მატჩი ჩემპიონატში | ვალენსია ექვსეულს მიუახლოვდა