ვაუტ ვეგჰორსტი
Aa
Aa

„Que miras bobo“ - მესი: არ მომეწონა რაც გავაკეთე, თუმცა ეს მატჩამდე დაიწყო

ლეო მესიმ L’Equpe-სთან მიცემულ ინტერვიუში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდებთან მატჩში ვოუტ ვეგჰორსტთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

„Que miras bobo?!“ (რას უყურებ სულელო) - დაუძახა ინტერვიუს მიცემის დროს მესიმ ვეგჰორსტს.

- ყველას ახსოვს შენი და ვეგჰორსტის მომენტი. ჩვენ შენგან მსგავს ქმედებებს მიჩვეულნი არ ვართ...

„ეს ყველაფერი მატჩის წინ დაიწყო. მატჩამდე მათ ბევრი ისაუბრეს. ვაღიარებ, რომ რაც მოხდა, როგორი რეაქციაც მქონდა არ მომეწონა. მაგრამ ეს დაძაბულობა ფეხბურთს თან ახლავს და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს“.

- თქვა მესიმ.

ყველაფერი მატჩის წინა დღეებში დაიწყო, როცა ნიდერლანდელებმა არგენტინელთა გამოწვევა დაიწყეს. დამამცირებელი და ირონიული კომენტარების საპასუხოდ, „ალბისელესტემ“ მათ პასუხი მოედანზე გასცა, შემდეგ კი მესის ცნობილი ვიდეო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: მბაპეს ოქროს ბურთის მოგება ყოველწლიურად შეუძლია
მესი: მბაპეს ოქროს ბურთის მოგება ყოველწლიურად შეუძლია