მესი: ბარსაში დაბრუნებას ვგეგმავდი, მაგრამ ასე არ მოხდა
Aa
Aa

მესი: ბარსაში დაბრუნებას ვგეგმავდი, მაგრამ ასე არ მოხდა

ფრანგულ L'Équipé-თან ლეო მესის ინტერვიუდან ამონარიდი გავრცელდა, სადაც არგენტინელი „ბარსელონაში“ დაბრუნების შესახებ საუბრობს. სატრანსფერო ოპერაცია, რომელიც გასულ ზაფხულს წარუმატებლად დასრულდა.

მესიმ ამჯერად „ბარსელონაში“ ფეხბურთელის რანგში დაბრუნება საბოლოოდ გამორიცხა.

„ბარსელონაში დაბრუნება შემეძლო, მაგრამ ასე არ მოხდა. ვფიქრობდი დაბრუნებაზე, იქ ცხოვრებაზე, კარიერის დასრულებაზე, მაგრამ... შეუძლებელი აღმოჩნდა“.

- ახლა არის შანსი იჯარით ბარსელონაში ან სხვა გუნდში გიხილოთ?

- არა, შანსი არ არსებობს. საერთოდ არა. ევროპაში ჩემი კარიერა დასრულებულია. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფრის მოგება შევძელი რაზეც ვოცნებობდი“.

- ითამაშებთ, თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე?

„2026 წელს 39 წლის ვიქნები და ალბათ ამ ტურნირზე მონაწილეობის მიღება ჩემთვის რთული იქნება, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ვნახოთ როგორ ფიზიკურ კონდიციებში ვიქნები“.

- განაცხადა მესიმ L'Équipé-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ ლეოს დარეგისტრირების გარანტია ვერ მისცა. კლუბს ამ მხრივ პრობლემები ლა ლიგასთან დღემდე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთი: რომელმა ქვეყნებმა შეიყვანეს კვარა ხუთეულში
ოქროს ბურთი: რომელმა ქვეყნებმა შეიყვანეს კვარა ხუთეულში