იურგენ კლოპი, კილიან მბაპე
Aa
Aa

ლივერპული თვლის, რომ მბაპეს შეძენის შანსი აქვთ

„ლივერპული“ კილიან მბაპეს ირგვლივ არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და თვლის, რომ ფრანგის გაფორმების კარგი შესაძლებლობა აქვთ.

L'Equipe-ის ცნობით, „მერსისაიდული“ კლუბი მბაპესთან მრავალი წელია კავშირს ინარჩუნებს. კლოპს კილიანი მოსწონს და მის გაფორმებას ჯერ კიდევ 2017 წელს აპირებდა, როცა კერძო თვითმფრინავით ნიცაში გაფრინდა და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. იმ დროს ფრანგი „მონაკოს“ ფორვარდი იყო.

იმ დღიდან მოყოლებული, „ლივერპულს“ სჯერა, რომ მბაპეს გაფორმების შანსი აქვს.

პსჟ-მ მბაპესთან ახალი კონტრაქტის (2025 წლამდე) გაფორმების შემდეგ, ფეხბურთელის უფასოდ წასვლის შანსები პრაქტიკულად ნულამდე შეამცირა. ისინი სეზონის ბოლოს კილიანის მსურველ კლუბებს მშვიდად მოუსმენენ და თავიანთ ფასს დაასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს შეძენას უკვე წლებია „რეალი“ ცდილობს. მადრიდელებს ორივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესიმ ჰოლანდს 105 ხმით გაუსწრო - ვინ ვის მისცა ხმა?
მესიმ ჰოლანდს 105 ხმით გაუსწრო - ვინ ვის მისცა ხმა?