ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

ზიდანმა შესაძლოა მანჩესტერში ტენ ჰაგი შეცვალოს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა ერიკ ტენ ჰაგი თანამდებობიდან დაითხოვოს. კლუბში ამაზე ფიქრს სულ უფრო მეტად იწყებენ.

The Times-ის კლუბის მაღალჩინოსნისგან მიღებული ინფორმაციით წერს, გასულ კვირაში ორმა მარცხმა (ორივე 0:3) 53 წლის სპეციალისტის მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა.

წყაროს ცნობით, რუბენ ამორიმი (სპორტინგი) და ზინედინ ზიდანი ნიდერლანდელის შემცვლელად განიხილება. ამავდროულად, სიტუაციას ართულებს გაურკვევლობა „იუნაიტედის“ მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით.

ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ მოთამაშეს ეჭვი ეპარება ტენ ჰაგის უნარებში, გამოიყვანოს გუნდი იმ სიტუაციიდან, რომელშიც ის იმყოფება. ასევე, ზედმეტად ინტენსიურ ვარჯიშებს ტრავმების დიდი რაოდენობის მიზეზად ასახელებენ.

„იუნაიტედი“ პრემიერ ლიგაში ამჟამად მე-8 ადგილზეა და 10 ტურის შემდეგ ლიდერ „ტოტენჰემს“ 11 ქულით ჩამორჩება.

P.S. ბოლო ინფორმაციით, „იუნაიტედმა" ტენ ჰაგის შესაძლო დათხოვნა და ახალი მწვრთნელის ძიება კატეგორიულად უარყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელები | პელე პირველია, რონალდუ 33 კაცში არაა
მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელები | პელე პირველია, რონალდუ 33 კაცში არაა