სანდრო მამუკელაშვილი, კევინ დურანტი, კელდონ ჯონსონი, დევინ ვესელი, ვიქტორ ვემბანიამა, ერიკ გორდონი, გრეისონ ალენი
Aa
Aa

სან ანტონიომ საოცარი თამაში შემოატრიალა | მამუ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე იყო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ მიმდინარე რეგულარულში მეორე გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 115:114.

„ფინიქსს“ შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა და პირველი მეოთხედი 9 ქულით მოიგო, ხოლო შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში „სანსი“ 20 ქულითაც იყო წინ, მაგრამ გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე, „სან ანტონიომ“ ჩამორჩენა 13 ქულამდე დაიყვანა.

გრეგ პოპოვიჩის ახალგაზრდა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. საფინალო სირენამდე 1 წუთითა და 3 წამით ადრე, „ფინიქსი“ 114:109-ს იგებდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიქტორ ვემბანიამას ზუსტი ორქულიანის შემდეგ, „სპურსმა“ დაცვაში კარგად ითამაშა და ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიიღო. დევინ ვესელის სამქულიანი არაზუსტი გამოდგა, თუმცა ვემბანიამა მეტოქის ფარზე ბრწყინვალე იყო და 7 წამით ადრე, ეფექტური ჩატენვით, „ფინიქსის“ უპირატესობა 1 ქულამდე დაიყვანა. „სანსმა“ ბურთი კევინ დურანტზე შემოიტანა, რომელმაც ის ვერ შეინარჩუნა და კელდონ ჯონსონს 2 ქულის აღების საშუალება მისცა. „ფინიქსის“ ტაიმაუტის შემდეგ, „კეიდის“ საკუთარი შეცდომის გამოსწორება შეეძლო, მაგრამ მისი ორიანი არაზუსტი აღმოჩნდა და გამარჯვება ტექსასელებს დარჩათ.

სამწუხაროდ, სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო არ მიუღია და მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო სწორედ ჯონსონი იყო და მან 27 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გაიფორმა. ვემბანიამამ 18 ქულა, 8 მოხსნა და 4 დაფარება გააკეთა, დევინ ვესელს ასევე 18 ქულა ჰქონდა. „ფინიქსის“ მხრიდან 26 ქულით დურანტი გამოირჩა. ერიკ გორდონმა 20 ქულა ჩააგდო, გრეისონ ალენმა - 19.

ამრიგად, „სან ანტონიოს“ 2 მოგება და 2 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-10 გახლავთ. მამუკელაშვილის გუნდის მომდევნო გაჩერება ისევ „ფინიქს სანსია“, რომელსაც 3 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. გარსიას აღარ გაუშვებენ“ - იტალიელი ანალიტიკოსი
„კვარას ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. გარსიას აღარ გაუშვებენ“ - იტალიელი ანალიტიკოსი