რომა, ჟოზე მოურინიო, ჟოზე მოურინიო, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილის გუნდმა 121-ე წუთზე მოიგო და 1/8-ფინალში რომას შეხვდება

იტალიის თასის 1/16-ფინალში „კრემონეზემ’’ შინ „ჩიტადელა’’ 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ „რომას’’ შეხვდება, მატჩი „სტადიო ოლიმპიკოზე’’ 6 დეკემბერს გაიმართება.

ანგარიში 48-ე წუთზე კრემონელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბერტოლაჩიმ გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ 53-ე წუთზე „ჩიტადელა’’ რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, 83-ე წუთზე ანგარიში ალესიო ვიტამ გაათანაბრა - 1:1. გაშვებული გოლის ეპიზოდში მასპინძელთა მცველები შეცდნენ, რაც ლუკა ლოჩოშვილსაც ეხება, რომელიც მომენტიდან გამოთიშული იყო, მეტოქის შემტევი ვერ გაანეიტრალა.

ძირითადი დროის დასრულების შემდეგ დამატებითი დრო დაინიშნა, გადამწყვეტი „კრემონეზეს’’ ფორვარდის, მასიმო კოდას გოლი აღმოჩნდა, რომელიც მან დამატებითი დროის დამატებულ წუთზე შეაგდო (121-ე წუთზე).

ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც სერია B-ს გასული ორი ტური გამოტოვა („სუდტიროლთან’’ დისკვალიფიკაციის გამო, „ჩიტადელასთან’’ სკამზე იჯდა), მოედანს იტალიის თასზე დაუბრუნდა, „ჩიტადელასთან’’ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. Sofascore-მა „კრემონეზეში’’ ლოჩოშვილზე მაღალი შეფასება მხოლოდ გუნდის კაპიტან დანიელ ჩიოფანის დაუწერა - 7,9. ლოჩოშვილმა და გამარჯვების გოლის ავტორმა კოდამ 7,7 მიიღეს.

მე-80 წუთზე ვალერიო მასტრანტონიომ ლოჩოშვილის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.

ლოჩოშვილის სტატისტიკა ჩიტადელასთან

მინდორზე 9 ორთაბრძოლიდან 5 მოიგო, მეორე სართულზე 7 დუელიდან ყველა მოიგო, თამაშის წესი 4-ჯერ დაარღვია, მის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდნენ, ბურთი 12-ჯერ დაკარგა.

ბურთს 113-ჯერ შეეხო, 99 პასიდან 88 ზუსტად შეასრულა. მისი 4 გრძელი გადაცემიდან ზუსტი 2 იყო.

მეტოქის დარტყმა ერთხელ დაბლოკა, კარისკენ ერთხელ ზუსტად დაარტყა და ერთხელ არაზუსტად.

Tuttomercatoweb ლოჩოშვილის თამაშზე

„მის თამაშში სიბნელე უფრო მეტი იყო ვიდრე სინათლე. ინიციატივას არასდროს იჩენდა და უბრალოდ მთავარი მწვრთნელის დავალებებს ასრულებდა კაშკაშის გარეშე''.

ლოჩოშვილი მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ მეოთხედ ითამაშებს

2020-21 წლების ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერი'' ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ „ტოტენჰემთან'' ორივე მატჩში დამარცხდა (1:4, 4:0). ლუკამ ორივე შეხვედრა სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა.

სერია ა-ში ქართველი მცველის დებიუტი „სტადიო ოლიმპიკოზე'' „რომასთან'' შედგა (სერია ა-ს გასული სეზონის მეორე ტური). ამ შეხვედრაში ლუკა სასტარტოში იყო, 85-ე წუთზე შეცვალეს.

გასულ სეზონში „კრემონეზემ'' „რომას'' წინააღმდეგ კიდევ ორი მატჩი გამართა, თუმცა ლუკა მოედანზე არ ყოფილა, მათ შორის იყო იტალიის თასის მატჩი, როცა კრემონულმა გუნდმა „ჯალოროსი'' ტურნირიდან გამოთიშა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ეს მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ იტალიის თასის მერვედფინალში „კრემონეზე'' „რომას'' სტუმრად დაუპირისპირდება (12 დეკემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები