მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ჩემი მომდევნო მეტოქე სეხუდო იქნება“ | მერაბი ქამარზე ჯერ ვერ იჩხუბებს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა Youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და მომდევნო მეტოქე დაასახელა. „მანქანამ“ განაცხადა, რომ სავარაუდოდ იანვარში იჩხუბებს და მისი მოწინააღმდეგე ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო იქნება.

„MMA-ის ყველა გულშემატკივარმა იცის, რომ საჩემპიონო ბრძოლა მეკუთვნის და ალბათ, ხვდებით, სატიტულო ჩხუბს რატომ არ მაძლევენ, თუმცა, ყველაფერი კარგადაა. ჩემი მომდევნო მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება, რომელიც ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი და თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადის გამარჯვებულია.

სეხუდო ღირსეული მოწინააღმდეგეა და ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ მაგრად ვივარჯიშო და ამ ბრძოლისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ჩხუბში გავიმარჯვო, ჩემი ქვეყანა ვასახელო და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახარო.

ჩემი და სეხუდოს ბრძოლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, რადგან კონტრაქტი არ გამოუგზავნიათ, მაგრამ როგორც მითხრეს, იანვრისთვის უნდა ვიყო მზად. როცა ხელშეკრულებას გამომიგზავნიან ზუსტი თარიღი მეცოდინება და ოქტაგონზე გასასვლელად მზად ვარ“.

შეგახსენებთ, რომ სეხუდოს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. დვალიშვილისა და სეხუდოს ჩხუბი ნიშნავს, რომ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი, უდიდესი ალბათობით, მომდევნო ბრძოლას მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი