მანჩესტერ იუნაიტედი, როი კინი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

“ისიამოვნეთ და შეირგეთ გამარჯვება“ - კინმა ჰოლანდი და პეპი გააკრიტიკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ როი კინმა მანჩესტერული დერბის შემდეგ, პეპ გუარდიოლა და ერლინგ ჰოლანდი მათ შორის უაზრო დისკუსიის გამო გააკრიტიკა.

ნორვეგიელმა თავდამსხმელმა „წითელ ეშმაკებს“ ორი გოლი გაუტანა. ფილ ფოდენის გოლამდე, პეპ გუარდიოლამ ერლინგი თავისთან იხმო და მის გატანილ გოლებზე ღიმილით ესაუბრებოდა, რაც როი კინმა თეატრალურ წარმოდგენად მიიჩნია და გააკრიტიკა.

რა თქვა კინმა?

„ეს ყველაფერი მხოლოდ შოუსთვის გაკეთდა. ამაზე გასახდელში უნდა საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, ჰოლანდმა ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ ამაზე სტადიონზე 5 წუთის განმავლობაში არ უნდა საუბრობდე. უბრალოდ ისიამოვნეთ და შეირგეთ გამარჯვებით.“

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 15 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელები“ 24 ქულით მესამე ადგილზე არიან.

ვიდეო მიმოხილვა


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აიაქსს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს | ის სეზონის ბოლომდე იმუშავებს
აიაქსს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს | ის სეზონის ბოლომდე იმუშავებს