გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ყველაზე დიდი ინტერესი ატლეტიკოს აქვს | ესპანურ პრესაში მამარდას მსურველებზე დაწერეს

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ევროპული კლუბების რადარზე იმყოფება. რამდენიმე საათის წინ, ესპანურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და El Gol Digital-მა ინტერესის შესახებ დაწერა, რომელიც „ატლეტიკოს“ „მამარდას“ მიმართ აქვს.

„გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია და რადაც არ უნდა დაუჯდეს, ატლეტიკოს მისი საკუთარ რიგებში ხილვა სურს. ევოლუცია, რომელიც დინამო თბილისის ყოფილმა მეკარემ ესპანეთში გადასვლის შემდეგ აჩვენა, გასაოცარი გახლდათ და ფაქტი, რომ სარეზერვო გუნდისთვის ნაყიდი ფეხბურთელი, ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა, მასზე ბევრს ამბობს.

ატლეტიკო მსოფლიო დონის მეკარეების ყოლასაა შეჩვეული და უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ამჟამად, როხიბლანკოს კარს იან ობლაკი იცავს, რომელიც 100 მილიონ ევროდაა შეფასებული. ქართველი მეკარის მოსვლა ობლაკზეა დამოკიდებული. გიორგის დონის გოლკიპერი, რომელიც საკუთარი გუნდის უდიდესი ვარსკვლავია, სათადარიგო სკამზე დასაჯდომად არ გადმოვა.

მოკლედ, მამარდაშვილი ატლეტიკოში არ გადავა, სანამ ობლაკი გუნდში იქნება, თუმცა, ყველაფერი მიუთითებს იმისკენ, რომ სეზონის ბოლოს სლოვენიელი გადაწყვეტს, გუნდთან კონტრაქტი გააგრძელოს თუ არა. ამ მომენტისთვის, მისი ღირებულება 35 მილიონი ევროა, გამოსასყიდი - 120 მილიონი. ანდრეა ბერტამ იცის, რომ მასში ამხელა თანხას არავინ არ გადაიხდის და მზადაა, დათმობაზე წავიდეს და 50 მილიონს დასჯერდეს. ეს თანხა ატლეტიკოსთვის საკმარისი იქნება, რათა მამარდაშვილი 25 მილიონად შეიძინოს“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ეკრემ კონურმა მამარდაშვილი „ინტერს“, „იუვენტუსსა“ და „ბაიერნს“ დაუკავშირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ “ | რა თქვა მამარდაშვილმა ბილბაოსთან მატჩის შემდეგ
„დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ “ | რა თქვა მამარდაშვილმა ბილბაოსთან მატჩის შემდეგ