მადრიდის რეალი, ზინედინ ზიდანი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემმა ზიდანის მიღწევა გააუმჯობესა

ლა ლიგის მორიგ ტურში „რეალი“ „ბარსელონას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მადრიდელთა მხრიდან ორივე გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი დაუგროვდა.

ამ შედეგით, ინგლისელმა სუპერვარსკვლავმა ზინედინ ზიდანის მიღწევა გააუმჯობესა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ლეგენდარულ ფრანგს „სამეფო კლუბის“ რიგებში, ლა ლიგის ერთ სეზონში 9 გოლზე მეტი გატანილი არ აქვს, ხოლო ბელინგემმა ამის გაუმჯობესება პირველივე სეზონში მოახერხა.

ცნობისთვის, ჯუდმა ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება ზიდანს, ყოფილი ნახევარმცველი „ბლანკოსში“ 2001 წლიდან 2006 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 227-ჯერ მოირგო, 49 გოლი გაიტანა და 68 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება მინდოდა“ - ბელინგემი ელ კლასიკოს შემდეგ
“რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება მინდოდა“ - ბელინგემი ელ კლასიკოს შემდეგ