მილანი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“ხვიჩას პრობლემების შექმნა შეუძლია“ - პიოლი ნაპოლისთან მატჩის წინ

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პიოლიმ?

„ამ სეზონში პირველად მოხდა ისე, რომ „მილანმა“ ზედიზედ ორჯერ წააგო და გვინდა, რომ ეს ცუდი სიტუაცია დავძლიოთ. განსხვავებული თამაში უნდა ჩავატაროთ და ვაჩვენოთ, რომ მათზე უკეთესები ვართ.

ჩვენ ამბიციური მფლობელები გვყავს, რომლებმაც კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნეს. თითოეული ჩვენგანის მიზანი გამარჯვება უნდა იყოს. ვფიქრობ, ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში უფრო ხშირად უნდა ვათამაშოთ.

რუდი გარსია შესანიშნავი მწვრთნელია. თავიდან გარკვეული სირთულეები ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. „ნაპოლი“ კარგად თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენი არ არის, მაინც ბევრ მომენტს ქმნიან. კვარაცხელიას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ის ნებისმიერ ფეხბურთელთან პირისპირ სახიფათოა და პრობლემების შექმნა შეუძლია.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება 29 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოუენი: გამიკვირდება, თუ მესი ოქროს ბურთს ვერ მოიგებს
ოუენი: გამიკვირდება, თუ მესი ოქროს ბურთს ვერ მოიგებს