ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა სერიოზული პროფესიონალია, ლეაო მშიშარაა, ბალოტელის ჰგავს“

იტალიელი ჟურნალისტი პაოლო დე პაოლა პირდაპირ ეთერში რადიო Punto Nuovo-ს ესტუმრა, სადაც რაფაელ ლეაოზე ისაუბრა და პარალელი ხვიჩა კვარაცხელიასთან გაავლო:

„ნაპოლი და მილანი ორი გუნდია, რომლებსაც შემოწმება/გამოცდა აუცილებლად სჭირდებათ, მაგრამ როსონერი უფრო საგანგაშო სიტუაციაში იმყოფება. განსაკუთრებით დაცვაში. ეს სერია A-ში გამართულ დიდ მატჩებშიც გამოჩნდა, მილანს არ აქვს სისტემა და არც პიროვნებები ჰყავს, რომლებსაც დიდი თავდამსხმელების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლიათ. მალიკ ჩაუმ ტექნიკური სისუსტე დაამტკიცა, კინთან ორთაბრძოლისას წითელი ბარათიც მიიღო...

მთლიანობაში, პიოლი უსაფრთხო მილანზე საუბრობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არც ერთი გოლი არ გაუტანიათ.

ჩემპიონთა ლიგაზე ნანახი ნაპოლი კი ცხადყოფს, რომ გარსია უპირველეს ყოვლისა გუნდის არწაგებაზე ზრუნავს. შემდეგ კი თავდასხმაში ჩვენ ვპოულობთ რაღაც პოზიტიურ მექანიზმებს. მოკლედ, ისევ ფრთხილ ნაპოლის ვხედავთ.

ნათანის ვარდნა და ემოციები უნიონთან? ის უკვე გახდა მნიშვნელოვანი წერტილი ამ გუნდში. ტოტალური რევოლუციების მოწყობას აზრი არ აქვს, გარსია ამას ხვდება. თუ ახალი დონის ელემენტებიც იქნა აღმოჩენილი, ეს აძურისთვის შეიძლება მხოლოდ დადებითი იყოს.

კვარა ლეაოზე უკეთესია? დიახ, ასი პროცენტით ასეა. კვარა სერიოზული პროფესიონალია, ლეაო კი გვიჩვენებს, რომ პაუზებს იღებს და მატჩის დროს გამაღიზიანებელ განწყობებს აფიქსირებს, თითქოს ბალოტელი იყოს. ის არ არის მილანის საქმისთვის თავდადებული ფეხბურთელი,. პირიქით, ძალიან ნარცისი და ეგოისტია. როდესაც ის ვერ პოულობს სწორ თამაშს, მართალია, მას ძალიან მძიმე კრიტიკაც უწევს.

ერთი გასროლა ვერ წაშლის 80 წუთს და სუფთა სიზარმაცეს. კვარა კი პატარა მეომარია, ის მატჩის მსვლელობისას გუნდელებს ყოველთვის ეძებს. მაშინ, როცა ლეაო მშიშარას ჰგავს, ის ეძებს სცენის შუქს, როდესაც ბურთი მისკენ მოდის. ჩემთვის მან მარცხი განიცადა“.

- ამბობს დე პაოლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საზონოვი ტორინომ იმიტომ იყიდა, რომ ქართველია, როგორც კვარა“
„საზონოვი ტორინომ იმიტომ იყიდა, რომ ქართველია, როგორც კვარა“