პსჟ-მ მილანი გაანადგურა - როსონერი ლიგაზე კვლავ უგოლოდ რჩება
Aa
Aa

პსჟ-მ მილანი გაანადგურა - როსონერი ლიგაზე კვლავ უგოლოდ რჩება

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში პსჟ-მ „მილანს" უმასპინძლა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.

„როსონერის" რბევა კილიან მბაპემ დაიწყო, რომელმაც 32-ე წუთზე ჩვეულ სტილში გაიტანა. სიტუაცია არც მეორე ტაიმში შეცვლილა - „მილანი" მომენტებს ვერ იყენებდა, მასპინძლები კი გოლების გატანას განაგრძობდნენ.

53-ე წუთზე კოლო-მუანიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. 89-ე წუთზე კი ლი კანგ-ინმა შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„როსონერის“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში საწყის სან ტურში ჯერჯერობით გოლი არ აქვს გატანილი.

ეგრეთწოდებულ „სიკვდილის ჯგუფს“ 6 ქულით პსჟ ლიდერობს. „დორტმუნდსა“ და „ნიუკასლს“ 4-4 ქულა აქვთ. „მილანს“ კი 2.

მომდევნო ტურში „მილანი“ პსჟ-ს უმასპინძლებს, „დორტმუნდი“ კი „ნიუკასლს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვის საგოლე პასი და კარგი მატჩი - ბარსამ შახტარი დაამარცხა
აზაროვის საგოლე პასი და კარგი მატჩი - ბარსამ შახტარი დაამარცხა