ქართველი ვეტერანი მოჭიდავეების წარმატება | 2 ოქრო და 2 ვერცხლი
Aa
Aa

ქართველი ვეტერანი მოჭიდავეების წარმატება | 2 ოქრო და 2 ვერცხლი

საბერძნეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ წიქარიძემ (100 კგ) – ოქროს, მალხაზ გოგოლაძემ (62 კგ) – ვერცხლის, ხოლო ზაზა შავაძემ (130 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია,რომ წიქარიძემ საჩემპიონო გზა ისე გაიარა, არცერთი ქულა არ დაუკარგავს. უნგრელ ზოლტან განგლს ანგარიშით 9:0 მოუგო, ირანელ ბეჰზად ნუროლაჰ აბდოლვანდს და ლატვიელ სტანისლას სამოტას კი – 4:0. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო პირველობაზე თემურ გელიტაშვილი (88 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ლეგენდარულ ქართველ ფალავანს, ლუკა კურტანიძეს (100 კგ) კი ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონის მეოთხე ტიტულამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა და ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტსახელად კვარადონა ტყუილად არ შეურქმევიათ“ | უნიონ ბერლინის ფეხბურთელი ხვიჩაზე
„მეტსახელად კვარადონა ტყუილად არ შეურქმევიათ“ | უნიონ ბერლინის ფეხბურთელი ხვიჩაზე