მადრიდის რეალი, გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 4 ქულა რეალთან - ტენერიფე დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში, გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საკუთარა მოედანზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 6 ქულის სხვაობით, 76:82 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა. შერმადინმა საერთო ჯამში 14:20 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 4-დან 2 ორქულიანი იყო.


6 ტურის შემდეგ, „ლენოვო ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 2 ქულითა და 4 მარცხით მე-13 ადგილზე იმყოფება. გიორგი შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს, სტუმრად „ბილბაოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას სუპერმატჩი - დუბლი ვერონასთან და მაღალი შეფასება
ხვიჩას სუპერმატჩი - დუბლი ვერონასთან და მაღალი შეფასება