გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი, მორის სტეინი
Aa
Aa

„გაუგებარია, რას ერჩის მიქაუტაძეს?“ - აიაქსის ფანები სტეინს დაუპირისპირდნენ

ნიდერლანდების ჩემპიონატის მორიგ ტურში, ამსტერდამის „აიაქსი“ სტუმრად „უტრეხტს“ დაუპირისპირდა და 7-გოლიან ტრილერში 4:3 დამარცხდა.

ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა, მორის სტეინმა გიორგი მიქაუტაძეს კვლავ მცირე სათამაშო დრო მისცა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 90-ე წუთზე გამოჩნდა და მსაჯის მიერ კომპენსირებული 8 წუთი ითამაშა, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

სტეინის გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა ნიდერლანდელი და არამხოლოდ ნიდერლანდელი გულშემატკივრების მხრიდან. სოციალურ ქსელ Twitter/X-ზე სასტარტო შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრებმა „აიაქსის“ მწვრთნელი გააკრიტიკეს და გიორგი მიქაუტაძეს მხარი დაუჭირეს.

რას წერენ ფანები:

Spoon0612: მიქაუტაძე ისევ სათადარიგოთა სკამზე დატოვა და სასტარტოში ისევ ჰლაინსონი დააყენა, რომელსაც ღირებული ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია. გაუშვით სტეინი!

Pilli80: როგორ არ იყენებს სტეინი მიქაუტაძის ბაზას. ეს ნამდვილად მაოცებს.

Veloceleclerc: არა, სერიოზულად. რა აქვს მიქაუტაძის საწინააღმდეგო?

IsaacYoussouf: სირცხვილია გიორგი მიქაუტაძის თადარიგში დატოვება, მით უმეტეს ამ მომენტში.

Vetustioribus: ჰლაინსონი მიქაუტაძის ნაცვლად? ასეთი რა გააკეთა იმ ბიჭმა?

Educatemasterx: სად არის მიქაუტაძე? ძალიან დავიღალე ამ მწვრთნელით. ასეთ „აიაქსში“, ასეთ სიტუაციაში ლიდერები საერთოდ როგორ არიან?

band_erratas: მიყვარს, როდესაც მიქაუტაძე საერთაშორისო შესვენებაზე 5 გოლს იტანს, მაგრამ „აიაქსში“ სასტარტოდან კვლავ ვერ იწყებს.

ცნობისთვის, ამსტერდამის „აიაქსმა“ ერედივიზიონში ბოლო 4 შეხვედრა დათმო და ახლა, 5 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე იმყოფება. გიორგი მიქაუტაძის გუნდს 7 შეხვედრიდან 1 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება აქვს. ამსტერდამელები მომდევნო მატჩს უეფას ევროპა ლიგაზე, სტუმრად „ბრაიტონთან“ გამართავენ. შეხვედრა 26 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვგრძნობ, რომ ყველა მენდობა. წასვლა არ მინდა“ - აიაქსის მწვრთნელი
„ვგრძნობ, რომ ყველა მენდობა. წასვლა არ მინდა“ - აიაქსის მწვრთნელი