ისლამ მახაჩევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი დაანოკაუტა - მახაჩევის 25-ე გამარჯვება კარიერაში

აბუ დაბიში UFC 294-ზე ისლამ მახაჩევმა ალექსანდრ ვოლკანოვსკი გათიშა, პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ისლამი მთელი რაუნდის განმავლობაში მარცხენა ფეხს ვოლკანოვსკის ტანში ურტყამდა, შემდეგ კი მარცხენა ფეხი ვოლკანოვსკის თავისკენ წავიდა და ავსტრალიელი გათიშა.

31 წლის მახაჩევმა კარიერაში 25-ე ბრძოლა გამართა: 24 გამარჯვება, 1 მარცხი. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, 35 წლის მებრძოლმა კარიერაში 29-ე ბრძოლა ჩაატარა და მესამედ დამარცხდა. მახაჩევი ვოლკანოვსკის მიმდინარე წლის თებერვალშიც შეხვდა და ის ბრძოლა მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგო. ასე რომ ურთიერთშეხვედრებში მახაჩევის უპირატესობა აშკარაა.

როგორც მოგეხსენებათ, მახაჩევს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, ჩიმაევს - პაულო კოსტასთან. ვითარება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიცვალა და იმაზე თუ რა და როგორ მოხდა, სტატია ESPN-მა გამოაქვეყნა. ოლივეირას ტრავმის შემდეგ, UFC-ის პირველი ვარიანტი ჯასტინ გეიჯი იყო, მაგრამ ამერიკელი 85 კილოგრამს იწონიდა და 70-მდე ჩამოსასვლელად დრო არ ეყოფოდა, რის გამოც უარის თქმა მოუწია. UFC-ი დასტინ პორიესა და მატეუშ გამროტსაც დაუკავშირდა, მაგრამ მათთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს და შემდეგ ვოლკანოვსკის ვარიანტი გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები