ხვიჩა კვარაცხელია, მარჩელო ლიპი
Aa
Aa

მარჩელო ლიპი: „რუდი გარსიას დრო სჭირდება, სკუდეტო? იუვეს წელია“

ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ და მის მთავარ მწვრთნელზე, რუდი გარსიაზე ისაუბრა. ლიპის მიხედვით, ფრანგ სპეციალისტს დრო სჭირდება, რათა ახალ გუნდთან ადაპტაცია გაიაროს და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

„ვერონასთან მატჩში ნაპოლი მოსალოდნელზე ბევრად მეტს გაიღებს. პარტენოპეი არის გუნდი, რომელსაც ხასიათი აქვს და ყველაფერს გააკეთებს, რათა სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დარჩეს.

მთავარი მწვრთნელებისთვის თვითრწმენა უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით, როცა ახალ გზაზე სიარულს იწყებენ. სპეციალისტებმა ადაპტაცია პირველებმა უნდა გაიარონ და რუდი გარსიას დრო სჭირდება. კონტე ნაპოლიში? ანტონიოს უნარებიდან გამომდინარე, მას ნებისმიერი გუნდის გაწვრთნა შეუძლია. სკუდეტოს რაც შეეხება, ვფიქრობ, იუვენტუსის წელია“.

შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას „ვერონას“ წინააღმდეგ გამართავს და მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამწვრთნელო შტაბში იციან, რომ თავდამსხმელია?“ | რას წერენ ნიდერლანდებში მიქაუტაძეზე
„სამწვრთნელო შტაბში იციან, რომ თავდამსხმელია?“ | რას წერენ ნიდერლანდებში მიქაუტაძეზე