ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

BILD: მუსიალას ლივერპულში ტრანსფერი რეალურია

გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Sport BILD სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ჯამალ მუსიალამ მიუნხენის „ბაიერნი“ დატოვოს.

ახალგაზრდა ტალანტს „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს და მისი გადაბირებით „ლივერპული“ ინტერესდება. იურგენ კლოპს, მუსიალას ხილვა პირადად სურს.

ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არ სახელდება ის ფინანსური დეტალები, რასაც მერსისაიდელები „ბაიერნს“ და ფეხბურთელს სთავაზობენ, მაგრამ ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტის პოზიციაა.

მას არ სურს, რომ მუსიალამ გერმანულ გიგანტთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. მისი პოზიცია კი ჯამალისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ მუსიალა მიუნხენური გრანდის აღზრდილია, პირველ გუნდში კი 2020 წლიდან თამაშობს. 2020 წლიდან დრემდე, 20 წლის შემტევმა „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 132-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები