ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

თავს კარგად გრძნობს - ოსიმენის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საუდის არაბეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც 59-ე წუთზე შეცვალეს.

იყო საშიშროება, რომ ვიქტორის დაზიანება მძიმე ყოფილიყო. ამის შესახებ დღეს, გამოცემა Il Mattino ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ოსიმენი თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ მცირე ტკივილები აწუხებს, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევს.

ვიქტორი რაფაელე კანონიკოს(ექიმს) შეშფოთების გარეშე ესაუბრა და განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. მიუხედავად ამისა, ნიგერიელი თავდამსხმელი დამატებით ტესტებს ჩაიტარებს, რათა რისკები შემცირდეს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია ა-ს მორიგ ტურში „ვერონას“ ხვდება. აღნიშნული დაპირისპირება 21 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კანისარესი ჯერ არაა, მაგრამ...“ - ესპანური გამოცემის სტატია მამარდაშვილზე
„კანისარესი ჯერ არაა, მაგრამ...“ - ესპანური გამოცემის სტატია მამარდაშვილზე