ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ნაპოლი ცუდად მოიქცა“ | ნიგერიის ნაკრების თავკაცი ვიქტორ ოსიმენზე

ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჟოზე პეზეირუ ვიქტორ ოსიმენის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. პეზეირუმ „ნაპოლის“ მიერ „ტიკტოკის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და „პარტენოპეი“ გააკრიტიკა.

„იგი გუნდს ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა და ახლა დასცინიან? ორი წლის წინ ოსიმენი ვარსკვლავი არ იყო, ახლა სხვანაირი ვითარებაა და როცა ვარსკვლავი ხარ, ყველას უფრო და უფრო მეტი უნდა. სხვებს აქვთ უფლება, ცუდი პერიოდი ჰქონდეთ, მაგრამ ოსიმენის შემთხვევა განსხვავებულია, რადგან ფეხბურთელებისგან, რომლებსაც მეტი შეუძლიათ, უფრო მეტს ითხოვენ.

ნაპოლი ცუდად მოიქცა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ეს საერთოდ არ გაეკეთებინათ, მაგრამ ჩემი რჩევა სიმშვიდის შენარჩუნებაა. გულშემატკივრებთან კამათი და მათი წყობიდან გამოყვანა არ ღირს. ინდივიდუალიზმი და განწყობა უნდა შეინარჩუნოს. საუკეთესო ფეხბურთელები ასე იქცევიან“.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ვიდეოდან რამდენიმე საათის შემდეგ, „პარტენოპეიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კლუბის მიზანი შეურაცხყოფა ან დაცინვა კლუბის მიზანი არ ყოფილა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა დაბრუნდა“ | Corriere dello Sport-მა დღევანდელ ნომერში კვარაზე დაწერა
„ხვიჩა დაბრუნდა“ | Corriere dello Sport-მა დღევანდელ ნომერში კვარაზე დაწერა