ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

მისი სატრანსფერო თანხა გაორმაგდა - Las Provincias ქოჩორაშვილზე

ესპანური გამოცემა Las Provincias-ის ჟურნალისტი ალბერტო მარტინეს დე ლა კალე „ლევანტეს’’ ფეხბურთელების სატრანსფერო თანხებთან დაკავშირებით სტატიას Transfermarkt-ზე დაყრდნობით აქვეყებს. ნაწყვეტს გთავაზობთ, რომელიც „ლევანტესა'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი ქოჩორაშვილს ეხება:

„ლევანტეში'' ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები რუბენ ვეზო და მოჰამედ ბულდინი არიან, მათი სატრანსფერო თანხა 2,5 მილიონ ევროს შეადგენს. პოტენციურად ბევრის მომტანი ფეხბურთელების - ალექს ვალეს, გიორგი ქოჩორაშვილისა და ანდრეს გარსიას სატრანსფერო თანხა გაორმაგდა. ზაფხულში ქოჩორაშვილი 300 000 ევრო ღირდა, ახლა კი ეს თანხა ორჯერ მეტია’’.

გასულ ზაფხულში, როცა გიორგი ქოჩორაშვილს ესპანეთის რანგით მესამე ლიგის „კასტელონში’’ იჯარა დაუსრულდა და „ლევანტეში’’ დაბრუნდა, მისი სატრანსფერო თანხა 300 000 ევრო იყო, თუმცა ივლისიდან მოყოლებული ეს თანხა 600 000 მდე გაიზარდა.

შესაძლოა, ბევრის აზრით Transfermarkt-ის მონაცემები პირობითია, თუმცა ერთი რამე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, სატრანსფერო თანხა ფეხბურთელის პროგრესის შესაბამისად იზრდება. თუ გასულ სეზონში გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა, დღეს ლა ლიგა 2-ის ფეხბურთელია, მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ის 8 მატჩში ითამაშა (4 სასტარტოში) და მისი გოლით „ლევანტემ’’ სტუმრად „კარტახენა’’ დაამარცხა. პლუს, ამას ემატება სადებიუტო მატჩი ეროვნულ ნაკრებში. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელის სატრანსფერო თანხის ზრდა ლოგიკურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები