ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

„უაზრო ძალადობის აქტია“ - უეფას პრეზიდენტი ისრაელს თანადგომას უცხადებს

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ისრაელის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს ჰამასის თავდასხმის შემდეგ წერილობით მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა/

7 ოქტომბერს ჰამასის დაჯგუფების პალესტინელი მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ და 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ღაზას სექტორზე ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რიცხვმაც 1200-ს მიაღწია.

„უეფასა და ევროპის საფეხბურთო საზოგადოების სახელით ვწერ, რომ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება მას შემდეგ, რაც გავიგე ძალადობის ტრაგიკული აქტების შესახებ, რომელიც ისრაელში გასულ კვირას მოხდა, რამაც გამოიწვია უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობა. გული მწყდება. ყველა მსხვერპლს და მათ ოჯახებს ამ მძიმე დროს თანადგომას ვუცხადებ.

ამ რთულ დროს, ჩემი გული მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა. ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ტკივილი და მწუხარება ღრმაა და ეხმიანება მთელ საფეხბურთო საზოგადოებას.

ჩემო მეგობარო, მე ვლოცულობ ამ ღრმა ჭრილობების განკურნებისთვის და სამყაროსთვის, რომელშიც ასეთი უაზრო ძალადობის ადგილი არ არის.

გულწრფელი თანაგრძნობით, ალექსანდრე ჩეფერინი“,

- ნათქვამია წერილში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეთანხმება არ მიღწეულა“ - კონტესა და დე ლაურენტისის შეხვედრა შედგა
„შეთანხმება არ მიღწეულა“ - კონტესა და დე ლაურენტისის შეხვედრა შედგა