ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„შეთანხმება არ მიღწეულა“ - კონტესა და დე ლაურენტისის შეხვედრა შედგა

დღეს Sky Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს პირადად შეხვდებოდა და რუდი გარსიას შესაძლო გაშვების შემდეგ, გუნდის ჩაბარებაზე გაესაუბრებოდა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო წერს, რომ შეხვედრა შედგა, მაგრამ ის პოზიტიურად არ დასრულებულა.

„ანტონიო კონტეს დღეს ნაპოლისთან გრძელი და პირდაპირი საუბარი ჰქონდა. დისკუსიები არ იყო პოზიტიური, რადგან იტალიელმა მწვრთნელმა გადაწყვიტა ახალ შესაძლებლობებს დაელოდოს.

ნაპოლის პრეზიდენტი დე ლაურენტისი კონტეს პირდაპირ ესაუბრა, მაგრამ არანაირი შეთანხმება არ მიღწეულა. კონტეს ურჩევნია, რომ ახალ შემოთავაზებებს დაელოდოს“.

- წერს ფაბრიციო რომანო.

ახალი ამბავი არ არის, რომ დე ლაურენტისი ყველაზე ძუნწი პრეზიდენტია და კლუბში მყოფი არც ფეხბურთელების და არც მწვრთნელების დაფასება არ უყვარს. ეს გასულმა სეზონმაც და დღევანდელმა რეალობამაც გვიჩვენა. კონტე კი როგორც Il Mattino წერს, წლიურად 8 მილიონ ევროს ითხოვდა.

რაც შეეხება რუდი გარსიას, იტალიური პრესის ინფორმაციით, მას სიტუაციის გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს. თუ შედეგები და თამაში დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ფრანგ სპეციალისტს პოსტს დაატოვებინებენ.

ნაპოლის მომდევნო 3 შეხვედრა: 21 ოქტომბერი - ვერონა VS ნაპოლი, 24 ოქტომბერი - უნიონ ბერლინი VS ნაპოლი, 29 ოქტომბერი - ნაპოლი VS მილანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: “მადლობა ღმერთს, ლუის ენრიკე პსჟ-ს დათანხმდა“
დე ლაურენტისი: “მადლობა ღმერთს, ლუის ენრიკე პსჟ-ს დათანხმდა“