ნაპოლი, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

Sky Sports: დე ლაურენტისი რომში კონტესთან შესახვედრად გაემგზავრა

რუდი გარსიას დღეები შესაძლოა „ნაპოლიში“ დათვლილი იყოს. მისი მუშაობით კმაყოფილი თითქმის არავინ არის.

გავლენიანი გამოცემა Sky Sports იუწყება, რომ „პარტენოპეის“ ხელმძღვანელობა დღეს ანტონიო კონტეს უნდა შეხვდეს და პირად დეტალებზე გაესაუბროს.

ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისი მხოლოდ კონტეს გამო დახარჯავს ბევრ ფულს. მოგეხსენებათ, სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონში სხვა გუნდებთან შედარებით მაღალი ხელფასები არ არის.

ამჟამად, დე ლაურენტისი რომში იმყოფება და Sky Sports ვარაუდობს, რომ აურელიო დედაქალაქში სწორედ ანტონიოს სანახავად გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სერია ა-ს სტურნირო ცხრილში 14 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება. ლიდერ მილანს კი 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვალ ისეთი ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებსაც შემადგენლობაში ხშირად ვერ ვხედავთ“ - სანიოლი მატჩის წინ
„ხვალ ისეთი ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებსაც შემადგენლობაში ხშირად ვერ ვხედავთ“ - სანიოლი მატჩის წინ