რომან დოლიძე, ხამზატ ჩიმაევი, პაულო კოსტა
Aa
Aa

დოლიძე ჩიმაევის წინააღმდეგ? | შესაძლოა პაულო კოსტა ჩაანაცვლოს

21 ოქტომბერს, აბუ დაბიში, UFC 294 გახლავთ ჩანიშნული და ღონისძიების თანამთავარი მოვლენა პაულო კოსტასა და ხამზატ ჩიმაევის ჩხუბია. UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის მიხედვით, არსებობს რისკი, რომ ამ ბრძოლის ჩატარება ვერ მოხერხდეს და ბრაზილიელმა ოქტაგონზე გასვლა ვერ შეძლოს.

კოსტას ხელზე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა და არაა ცნობილი ჩხუბისთვის მზად იქნება თუ არა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ UFC-ი ბრაზილიელი მებრძოლის შემცვლელის პოვნაზე სერიოზულად ფიქრობს და სავარაუდო კანდიდატებს შორის რომან დოლიძეს მოიაზრებს.

„კავკასიელმა“ ჩიმაევთან ჩხუბის სურვილი წარსულში რამდენჯერმე გამოთქვა და როგორც ჩანს, პრობლემა არ აქვს, მასთან დაპირისპირებას ბრძოლამდე 10 დღით ადრე დათანხმდეს. დენა უაითის განცხადების შემდეგ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დოლიძემ ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ხამზატ?“

შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი დაუმარცხებელია და კარიერაში 12-დან 12 გამარჯვება აქვს. ბოლოს მან 2022 წლის 10 სექტემბერს იჩხუბა და კევინ ჰოლანდი პირველივე რაუნდში დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეხუდო: „მერაბმა თუ ასე გააგრძელა, UFC-დან გაუშვებენ“
სეხუდო: „მერაბმა თუ ასე გააგრძელა, UFC-დან გაუშვებენ“