ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო გრაციანი, სტანისლავ ლობოტკა, რუდი გარსია
Aa
Aa

„კვარაცხელია მარჯვნივ? გარსიას მართლა რაღაც სჭირს“ - ფრანჩესკო გრაციანი

იტალიის ნაკრებისა და „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო გრაციანიმ რადიო Kiss Kiss Napoli-ის ეთერში „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას შესახებ ისაუბრა და ფრანგი სპეციალისტი სერია A-ს ბოლო ტურში, „ფიორენტინასთან“ 1:3 მარცხის გამო  გააკრიტიკა.

რა თქვა გრაციანიმ:

„ფიორენტინას“ წინააღმდეგ რუდი გარსია შეცვლებში არ მომეწონა, ამის გამო პოლიტანოც კი ჩიოდა. როდესაც ანგისას მაგივრად მოედანზე რასპადორი შეგყავს, ამით „ფიორენტინას“ მოედნის ცენტრში დიდ უპირატესობას ანიჭებ. ამ პოზიციაზე უფრო ლოგიკური ელმასის შეყვანა იქნებოდა, თუმცა, მოედანზე მაკედონიელის გარდა ყველა შეუშვა. ერთ პერიოდში, „ნაპოლი“ ნახევარდაცვაში კაიუსტეს და გაეტანოს წყვილით თამაშობდა, შემდეგ კვარაცხელია მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანა... გეუბნებით, გარსიას ნამდვილად რაღაც ჭირს. მიმაჩნია, რომ ამ თამაშის შემდეგ ტექნიკური ხელმძღვანელობის შეცვლა სწორი იქნება. „ლეჩესთან“ და „უდინეზესთან“ მატჩების შემდეგ მეგონა, რომ ნამდვილი „ნაპოლი“ დაბრუნდა, მაგრამ ამ თამაშში გამოჩნდა, რომ ასე არ არის. მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ „ნაპოლი“ წაგებას არ იმსახურებდა, მაგრამ „ფიორენტინასთან“ განხორციელებული ცუდი შეცვლების გამო მარცხი ლოგიკური იყო. ასეთ დროს, სპალეტი ლობოტკას, ჟიელინსკის და ოსიმენის მოხსნას საერთოდ არ განიხილავდა. ლობოტკას ის არც იმ შემთხვევაში შეცვლიდა, თუ სლოვაკს იარაღით დაემუქრებოდნენ, გარსიამ კი მას რწმენა, თვითშეფასება და ენთუზიაზმი წაართვა.

ვფიქრობ, ახლა ყველაზე ლოგიკური გარსიას გაშვებაა. მან მემკვიდრეობით სრულყოფილი მანქანა მიიღო, რომელიც უბრალოდ უნდა ემართა და შემდეგ ნელ-ნელა, საკუთარი ელემენტები დაემატებინა. მან კი მაშინვე გახსნა საბარგული და თავისი ნივთები ჩააწყო. შარშან გუნდში წესრიგი და კომპაქტურობა იყო, ახლა კი სრული სიბნელეა. როდესაც ოსიმენი მოედნიდან გადის, მისი სიბრაზე გამართლებულია. გარსია ასე შორს ვერ წავა... ახლა სევდიან და ენთუზიაზმის გარეშე დარჩენილ გუნდს ვხედავ. მან ანგისას პოზიციაზე რასპადორი შემოიყვანა, სპალეტი კი ამას არასდროს გააკეთებდა, ან თუ შეცვლიდა, ამას ნდომბელეთი გააკეთებდა. ლობოტკას სახე ისეთივე სევდიანია, როგორც პოლიტანოს, ოსიმენისა და კვარაცხელიასი. ნეაპოლში ენთუზიაზმი აღარ არსებობს, გუნდსა და მწვრთნელს შორის კი დიდი უფსკრულია.

შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და ლიდერ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩება. გარსიას გუნდის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 4 მოგება, 2 ფრე და 2 წაგებაა. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 21 ოქტომბერს, სტუმრად „ვერონასთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: “მადლობა ღმერთს, ლუის ენრიკე პსჟ-ს დათანხმდა“
დე ლაურენტისი: “მადლობა ღმერთს, ლუის ენრიკე პსჟ-ს დათანხმდა“