ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

თოფურიასთან ჯერ არ იჩხუბებს | ვოლკანოვსკი ჩარლზ ოლივეირას ჩაანაცვლებს

უცხოურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქე ილია თოფურია იქნებოდა. „ელ მატადორმა“ თავადაც დაადასტურა, რომ სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა და ბრძოლის ჩანიშვნასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ რამდენიმე საათში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

UFC 294-ზე, რომელიც 21 ოქტომბერს, აბუ დაბიში გაიმართება, მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს ჩარლზ ოლივეირასთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ბრაზილიელმა მებრძოლმა ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია. ოლივეირას ვოლკანოვსკი ჩაანაცვლებს და UFC-იმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს მახაჩევისა და „ვოლკის“ რემატჩს ვიხილავთ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ მებრძოლების პირველი დაპირისპირება ისლამის გამარჯვებით დასრულდა და მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ქომაგთა ნაწილი თვლიდა, რომ არბიტრებმა უსამართლო არჩევანი გააკეთეს და ვოლკანოვსკის კიდევ ერთი შანსი მიეცემა, რათა ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდეს.

თოფურიას რაც შეეხება, ოლივეირას ტრავმამ და ვოლკანოვსკისა და მახაჩევის ჩხუბმა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში სიტუაცია არია. უცნობია ილიას მომდევნო მეტოქე ვინ იქნება ან როდის იჩხუბებს, მაგრამ არის შანსი, საჩემპიონო ბრძოლამდე, მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოჩოლეიშვილის აგენტი: „მადლობა მხარდაჭერისთვის, გიორგი ყველაფერს მოედანზე დაამტკიცებს“
გოჩოლეიშვილის აგენტი: „მადლობა მხარდაჭერისთვის, გიორგი ყველაფერს მოედანზე დაამტკიცებს“