ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ლოჩოშვილი კომოსთან გააძევეს - სერია B-ს ორ ტურს გამოტოვებს

იტალიის სერია B-ში „კომო’’ შინ „კრემონეზესთან’’ 1:3 დამარცხდა.

68-ე წუთზე, როცა „კრემონეზეს’’ 1:3-ს იგებდა, ლუკა ლოჩოშვილი მოედნიდან გააძევეს. მეტოქის შემტევი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა ლოჩოშვილმა შეაჩერა და არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

ლუკას გაძევებიდან მალევე „კრემონეზეს'' კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა, კრემონულმა გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.

ლუკა ლოჩოშვილი სერია B-ს ზედიზედ ორ მატჩს გამოტოვებს, 5 ნოემბერს „სპეციასთან’’ საშინაო მატჩში დაბრუნდება, თუმცა მანამდე იტალიის თასზე „კრემონეზე’’’ „ჩიტადელას’’ მიიღებს (31 ოქტომბერი).

„კრემონეზემ'' 9 ტურში 13 ქულა მოაგროვა, მე-7 ადგილზეა, საუკეთესო ოთხეულს 5 ქულით ჩამორჩება.

25 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 8 ტურიდან სერია ა-ს მხოლოდ საწყისი ორი ტური გამოტოვა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მას შემდეგ მუდმივად სასტარტო შემადენლობაში ხვდება. თუ „კომოსთან'' მატჩს არ ჩათვლით, როცა სასტარტოში ხვდება, არ ცვლიან, 90 წუთი მოედანზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები