მანსურ ბინ ზაიედი
Aa
Aa

აბრამოვიჩის გზაზე? სიტის მფლობელი რუსებთან კავშირისთვის შესაძლოა დაასანქცირონ

„მანჩესტერ სიტის“ მფლობელი შეიხ მანსური ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმს კლევერლის მიერ ორგანიზებული გამოძიების ქვეშ მოექცა.

Goal-ის ცნობით, შეიხ მანსურის რუსებთან სავარაუდო კონტაქტის გამო შესაძლოა რომან აბრამოვიჩის ბედი გაიზიაროს და ბრიტანეთის დატოვება მოუხდეს.

იურისტები თვლიან, რომ მანსური, რომელიც ასევე არის არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტი, გამოიყენა თავისი თანამდებობა, რათა რუს ბიზნესმენებს თავიანთი ქონების გადატანაში დახმარებოდა. საუბარია არაბეთის გაერთიანებული საემიროებში არსებულ გადარიცხვებთან.

თუ ეს ფაქტები დადასტურდა, მას მოუწევს გადადგეს და „მანჩესტერ სიტის“ მფლობელის პოსტი დატოვოს, რასაც მოწმობს ინგლისის პრემიერ ლიგის მფლობელობის წესები, რომელიც ადგენს, რომ გუნდის მენეჯერების დისკვალიფიკაცია შესაძლებელია ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა ადამიანის უფლებები და გადასახადებისგან თავის არიდება.

შეიხი მანსური შეიძლება აღმოჩნდეს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ცოტა ხნის წინ რომან აბრამოვიჩი იყო. „ჩელსის“ ყოფილი მფლობელი იძულებული გახდა თავისი აქციები 2022 წლის მაისში გაეყიდა დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ CBO-ს დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების გამო.

მანსურის ქონება 16 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, ის „მანჩესტერ სიტის“ 2008 წლიდან ფლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარა აღარ იღიმის, გუნდში სევდას ვხედავ“
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარა აღარ იღიმის, გუნდში სევდას ვხედავ“