ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

ერთ-ერთი საუკეთესო იყო | კიტეიშვილის კარგი მატჩი და შტურმის გამარჯვება

ევროპა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. გრაცის „შტურმი“ პოლონეთში „რაკოვს“ ესტუმრა და 1:0 მოიგო.

კიტეიშვილი ტრადიციულად სასტარტოში იყო და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ.

კიტეიშვილს 58-ე წუთზე შორეული გასროლით გატანაც შეეძლო, თუმცა მეკარემ აუღო და შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

63-ე წუთზე კი კიტემ პრესინგის შედეგად ბურთი მოიპოვა, საჯარიმოში ორსვლიანი ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და გატანა კვლავ შეეძლო, თუმცა მეკარემ აჯობა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებისა და „შტურმის“ ათიანი 76-ე წუთზე შეცვალეს. კიტეიშვილს Sofascore-ის ვერსიით შეფასება 7.8 ჰქონდა, რაც ორივე გუნდის რიგებში მეორე საუკეთესო შედეგია. მას მხოლოდ მისმა გუნდელმა ალექსანდერ პრასმა აჯობა 7.9.

მესამე ტურის შეხვედრას „შტურმი“ 26 ოქტომბერს შინ „ატალანტასთან“ გამართავს.

P.S. „აიაქსმა" ათენში „აეკთან" ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი მიქაუტაძე კვლავ თადარიგში დარჩა და მოედანზე არ გამოჩენილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რასიზმს სიცრუით ვერ დაამარცხებ, მოვითხოვთ ვინისიუსმა ნათქვამი საჯაროდ უნდა უარყოს“
„რასიზმს სიცრუით ვერ დაამარცხებ, მოვითხოვთ ვინისიუსმა ნათქვამი საჯაროდ უნდა უარყოს“