ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლეჩე
Aa
Aa

“პირად შოუს სიცოცხლე შემატა“ - AreaNapoli ხვიჩაზე

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ლეჩეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. კვარამ 51-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა AreaNapoli-მ კვარაცხელიას თამაში შეაფასა:

AreaNapoli:

„ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და ფაქტობრივად იტალია და საფეხბურთო ევროპა გააგიჟა. ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი თავისი ინდივიდუალური ბრწყინვალებით წაიღო, პირად შოუს სიცოცხლე შემატა და ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. ეს „ლეჩესთვის“ ნამდვილი ინსულტი იყო!

კვარაცხელიამ საგოლე პასი მაშინ შეასრულა, როცა რუდი გარსიამ პოლიტანოს ესაუბრებოდა და მას ცვლილებისთვის ამზადებდა.“

ცნობისთვის, რუდი გარსიამ ქართველი ფეხბურთელი 58-ე წუთზე გაიყვანა და მის ნაცვლად რასპადორი გამოიყვანა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

ხვიჩას ყველა მომენტი ლეჩესთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არასერიოზული დამოკიდებულება დაუშვებელია“ - ფორშოუ საქართველოსთან მატჩზე
“არასერიოზული დამოკიდებულება დაუშვებელია“ - ფორშოუ საქართველოსთან მატჩზე