ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

“დუოს“ დაბრუნება - კვარას საგოლე პასი, ოსიმენის გოლი და 3 ქულა

სერია ა-ს მე-7 ტურში „ლეჩე'' შინ „ნაპოლისთან'' 0:4 განადგურდა. ხვიჩა კვარაცხელიამ „პარტენოპეის'' სასტარტოში ითამაშა, 51-ე წუთზე მისი შესანიშნავი თამაშისა და ლამაზი პასის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა თავით გაიტანა. რუდი გარსიამ კვარაცხელია 58-ე წუთზე შეცვალა, როცა ანგარიში 0:2 იყო.

ხვიჩას საგოლე პასი და ოსიმენის გოლი

კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები ლეჩესთან

„ლეჩესთან'' მატჩში ანგარიში ოსტიგორმა მე-16 წუთზე გახსნა, 51-ე წუთზე ოსიმენმა ანგარიში გაზარდა. 88-ე წუთზე გაეტანომ შეაგდო. მე-5 დამატებულ წუთზე პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:4.

მატჩის მიმოხილვა

ასევე გეტყვით, რომ ვიქტორ ოსიმენი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი გასულ სეზონში შთამბეჭდავი იყო, სკუდეტოს მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, აქედან გამომდინარე მათი თამაშის მიმართ დიდი ინტერესია.

ამ სეზონში ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასით პირველი გოლი გაიტანა, საერთო ჯამში ამ სეზონში ნიგერიელის აქტივში 8 მატჩში 5 გოლია.

Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას 6,7 დაუწერა. ბურთს 43-ჯერ შეეხო, მისი 27 პასიდან 22 ზუსტი იყო, ერთი საკვანძო გადაცემა შეასრულა, რაც ოსიმენის გოლით დასრულდა. 9 ორთაბრძოლიდან ( 8 მინდორზე, 1 ჰაერში) მხოლოდ 2 მოიგო (1 მინდორზე, 1 ჰაერში). ბურთი 12-ჯერ დაკარგა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. სერია ა-ში ჩატარებულ ბოლო ორ შეხვედრაში („უდინეზესთან'' და „ლეჩესთან'') 1 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 1 პენალტი გამოიმუშავა.

„ნაპოლი'' შემდეგ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის'' წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს (3 ოქტომბერი, 22:45).

სერია ა-ში ამ მომენტში „ნაპოლი'' 14 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა კონკურენტებს მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშიათ.

მე-8 ტურში „ნაპოლი'' „ფიორენტინას'' მიიღებს ( 8 ოქტომბერი, 22:45). 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები